დაცვის თანამშრომელი - ფოთი

ს2, ფოთი
16 იანვარი - 24 იანვარი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქ.ფოთში.

ასპ-გრუპი-ს საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/ 
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • განახორციელოს კომპანიის კუთვნილი ტერიტორიის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაცვა (ძარცვისგან, ყაჩაღობისგან, დანაკარგისგან, განადგურებისგან);
  • მიიღოს შესაბამისი ზომები უსაფრთხოებისთვის;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით გაცემული დავალებები დროულად და კეთილსინდისიერად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ობიექტების დაცვისა და მიმდებარე ტერიტორიის კონტროლის უნარი;
  • პრობლემებზე ოპერატიულად რეაგირების და უსაფრთხოების ზომების მიღების უნარი;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
უნარები
ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა, პრობლემებზე ოპერატიულად რეაგირების და უსაფრთხოების ზომების მიღების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 იანვარი - 24 იანვარი