ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
შრომის უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ მარეგულირებელ ნორმებთან და წესებთან კომპანიის პროცესების შესაბამისობაში მოყვანა და სრული მომსახურების გაწევა;
ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის სტანდარტების შესაბამისად შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყოფა;
შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება შემუშავებული გრაფიკების მიხედვით;
*საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა/გატარება, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა;
*შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კონონით გათვალისწინებული
სხვა ღონისძიებების გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სრული აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
უმაღლესი განათლება;
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;