Gamarjoba Georgia Tours აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გიდის პოზიციაზე.
Gamarjoba Georgia Tours - თავისუფალი და მოაზროვნე ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ტურიზმის სფეროშია 2018 წლიდან. 5 წლის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია მრავალ წარმატებას. 2019 წელს გახდა ლიდერი საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებზე. 2020 წელს დასახელდა "Travaler's choice 2020" და ამავე წელს მიენიჭა სერთიფიკატი - "Certificate of excellence" 2022 წელს განმეორებით მოიპოვა ჯილდო იმავე ნომინაციაში და გახდა" Travaler's choice 2022“ "Gamarjoba Georgia” წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ტურიზმის სფეროში და ეძებს ახალ თანაგუნდელებს.
სასურველია თუ გასაუბრებაზე მოსვლამდე, გაეცნობით კომპანიის პროფილს, რათა მიახლოებითი წარმოდგენა მაინც გქონდეთ ჩვენს შესახებ. აუცილებლად შეგეკითხებით პირისპირ შეხვედრის დროს.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე და შრომისა თუ ნიჭის დაფასებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც თითოეული გუნდის წევრი მაქსიმალურად ზრუნავს თანამშრომლის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.
გამოცდილება არ არის აუცილებელი მოთხოვნა, რადგან ჩვენ შეგვიძლია სრულიად ნულიდან შეგასწავლოთ ეს პროფესია შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგებით, რაც საშუალებას მოგცემთ აქციოთ თქვენი შემოსავლის ძირითად წყაროდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გექნებათ ამისათვის საკმარისი მზაობა!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
- კარგი გადმოცემის უნარი
- კარგი იუმორის გრძნობა
- თავისუფალი აზროვნება
ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ტურების დღეების რაოდენობის მიხედვით. მათ, ვინც წარმატებით გაივლის პირველ საფეხურს, გონივრული ვადისა და შესაბამისი შედეგების შემდეგ, დღიური ანაზღაურება გაეზრდებათ.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV.