ინვენტარიზაციის სპეციალისტი

142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი
1-2 წელი
24 იანვარი - 20 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე. 

ასპ-გრუპის ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის სათადარიგო ნაწილების იმპორტი და მათი რეალიზაცია. კომპანიას 22 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. 

კომპანიის ვებ-გვერდი: https://myhh.ge/ 
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით კომპანიის სარეალიზაციო/სასაწყობე ობიექტების    მატერიალური ფასეულობების გეგმიური/არაგეგმიური ინვენტარიზაცია;
  • ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება და ანალიზი;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
  • იმპორტირებული და ადგილობრივად შეძენილი საქონლის დასაწყობების პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
  • მაღაზიათა ქსელში საქონლის განლაგების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი ნაშთების კონტროლის მიზნით;
  • პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სავალდებულოა MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მონაცემების დამუშავება ხდება ექსელში)
  • სავალდებულოა მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;
  • სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლილოს ტერიტორია

ანაზღაურება:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000-1500 ლარამდე (გაიზრდება ეტაპობრივად)
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1500 ლარი + პრემია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 20 თებერვლამდე.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
ხელფასი
1000-1500 ₾
გამოცდილება
1-2 წელი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
142 ჯავახეთის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 იანვარი - 20 თებერვალი