საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მასლიანა, ჰაგისი, კლინექსი , კოტექსი, ფერმა, ტულჩინკა, გრემიო, კაპრო...) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას თბილისში პრისელერის (სავაჭრო წარმომადგენელი) თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- მაღალ ფიქსირებულ ხელფას
- გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
- სამოტივაციო ბონუს
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება .
- თბილისის რეგიონების კარგად ცოდნა
- მართვის მოწმობა
- საკუთარი ავტომანქანის ფლობა
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- ახალი ობიექტების ათვისების უნარი
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
- დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
- უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
- აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
- ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
- გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
- უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სლაროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.