სასტუმრო „ჰოლიდი ინნ თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
დარწმუნდეს, რომ თანამშრომლები კარგად ასრულებენ მოვალეობებს და სათანადოდ არიან დატრენინგებულნი სტუმრის მომსახურების კუთხით;
გაითვალისწინოს სტუმრის კომენტარები და მიაწოდოს ინფორმაცია ცვლაზე პასუხისმგებელ პირს. მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ნეგატიური კომენტარის შემთხვევაში;
დაეხმაროს თანამშრომლებს და უპასუხოს მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას;
თანამშრომლებს ასწავლოს გაყიდვების უნარ-ჩვევები, რათა მათ გაუადვილდეთ ლოიალური მომხმარებლის შეძენა-შენარჩუნება;
დარწმუნდეს, რომ ბარის ტერიტორია სათანადოდ არის მომზადებული და რომ დამატებითი ჭურჭელი მარაგშია;
შეკვეთის აღების შემდეგ დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მირთმეულია სწრაფად, სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
დარწმუნდეს, რომ ყველა შეკვეთა არის გაგზავნილი, ანგარიშები არის გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით ან სტუმრის ანგარიშზეა დარიცხული, ხოლო ჩეკი გაგზავნილია სტუმართან;
ცვლის ბოლოს უზრუნველყოს სტანდარტული ფინანსური ოპერაციები;
შეასრულოს ყველა პროცედურა უსაფრთხოების წესის დაცვით;
გადაამზადოს ახალი თანამშრომელები;
საჭირო უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
„აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს“.
დეტალები
ენები
ქართული, English
უნარები
გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა