სს „ნიკორა ტრეიდი“ ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 950-1000 ლარი;
- ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
- კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა;
- დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
- ფასების ცვლილების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტებთან განთავსება;
- პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო დარბაზში;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი 😊
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!