მთავარი მზარეული

26 მაისის მოედანი, თბილისი
27 იანვარი - 01 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო „ჰოლიდი ინნ თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

ძირითადი მოვალეობები:

  • შექმნას და განაახლოს მენიუ;
  • სწორად დაგეგმოს თანამშრომლების სამუშაო განრიგი
  • უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით; აკონტროლოს კერძების ხარისხი, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
  • დაიცვას  HACCP სტანდარტები; აწარმოოს    ჟურნალები და მიყვეს შემუშავებულ ბლოკ სქემებს, საჭიროებისას შეიტანონ ცვლილება;
  • ითანამშრომლოს შესყიდვების განყოფილებასთან, აკონტროლოს მომწოდებლის მიერ მოწოდებული პროდუქტის ხარისხი და ფასები;
  • აკონტროლოს  საწყობში არსებული პროდუქტის  მარაგები და  ვარგისიანობა ;
  • ზედამხედველობა გაუწიოს საკვები პროდუქტების შენახვის წესების დაცვას: ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
  • აწარმოოს ყველა  პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა; 
  • აკონტროლოს რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ასრულებენ სამუშაოებს დეპარტამენტში გაწერილი რეგულაციებისა და სტანდარტების მიხედვით;
  • ყურადღება მიაქციოს და აკონტროლოს, რომ სამზარეულოს თითოეული თანამშრომელი იცავს კომპანიის მიერ გათვალისწინებულ ჩაცმის სტანდარტს და ჰიგიენურ ნორმებს;
  • ორგანიზება გაუწიოს კომპანიის ყველა სახის ღონისძიებებს;
  • შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია ტექნიკურ დეპარტამენტს;
  • მკაცრად აკონტროლოს რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
  • შეიმუშაოს და დანერგოს ტრენინგები; გაუზიაროს ცოდნა ახალ თანამშრომლებს; დარწმუნდეს რომ ყველა თანამშრომელი საჭიროებისამებრ დატრენინგებულია;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ა/წ 1 თებერვლამდე.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

ღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ტურიზმი
მისამართი
26 მაისის მოედანი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
27 იანვარი - 01 თებერვალი