გაყიდვების მენეჯერი

30 იანვარი - 01 მარტი
დეტალები
მისამართი
ისანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

პოზიციის დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი.

კომპანია  „SMOTORS“ აცხადებს  ვაკანსიას (მაღაზიის) გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე.


ოფისის მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4. (ისთ ფოინთის მიმდებარედ)

სამუშაო  მდებარება:  თბილისი. ფილიალები. 

სამუშაო გრაფიკი: სრული.


კომპანიის შესახებ:


კომპანია  SMOTORS”-ი 2001 წლიდან წარმატებით  ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის,  სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და  დისტრიბუციას  საქართველოს მთელს  ტერიტორიაზე. 

გარდა  ამისა, ჩვენი  კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების  სრულ  ასორტიმენტს,  უმაღლესი  და  მხოლოდ  ევროპული  ხარისხის  საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

 

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  https://www.smotors.ge/  


"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!


სამუშაოს მოკლე აღწერა:


  • ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება; გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით.
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია;
  • მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის
  • სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
  • გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
  • სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
  • საკუთარი პორტფელის მუდმივი მონიტორინგი; მარაგების რეგულარული კონტროლი.
  • არეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
  • კორპორატიული  მომხმარებლებისთვის  შეთავაზებების  უზრუნველყოფა,
  • კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქციის შეფასება.
  • საბითუმო მომხმარებლების მომსახურება.
  • უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება/ ან  დამამთავრებელი  კურსის  სტუდენტი.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ფლობა;
  • სასურველია  თუმცა  არა  სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან  რუსული  ენის  ცოდნა  საკომუნიკაციო  დონეზე. 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
  • სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) .


კომპანია  „Smotors“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას! 

30 იანვარი - 01 მარტი