რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისი.
„ორიგინალი ჯგუფს“ გააჩნია საქმიანობის 16 წლიანი ისტორია, აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს, ასევე ადგილზე მიტანის სამსახურს, ლუდის საწარმოს, ბანკეტების და ალა-ფურშეტების მოწყობის სერვისს, ნახევარფაბრიკატების საწარმოს.
ვაკანსიის ლოკაცია: თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილი 25.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
- ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
- გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
- ქსელის ობიექტემში მომსახურების პროცესის კონტროლი;
- დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება და ფიქსაცია/დაარქივება;
- კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას;
- განვითარების შესაძლებლობას;
- პერსონალის კვებას;
- დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.