ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი

კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი
09:30 - 18:30
სრული განაკვეთი
საოფისე
1 წელზე ნაკლები
01 თებერვალი - 03 მარტი

ვაკანსიის აღწერა

თუ შენ გინდა გამოცდილების მიღება ფინანსების სფეროში, გჭირდება ფინანსური უნარ-ჩვევების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბება და განვითარება, მაშინ მოცემული ვაკანსია ზუსტად შენთვისაა.

 

სამედიცინო კომპანიების ჰოლდინგი „ვივო მედიქალ ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია წამყვანი ქართული კლინიკები, ისეთები, როგორიცაა: „ინოვა“, „ჟორდანიას კლინიკა“, „ბოხუას სახელობის კლინიკა“ და სხვები, ეძებს ფინანსური განათლების მქონე დამწყებ სპეციალისტებს, ჰოლდინგის რეპორტინგის დეპარტამენტში სამუშაოდ.

 

რეპორტინგის დეპარტამენტის ფუნქციები ჰოლდინგისთვის უმნიშვნელოვანესია და მოიცავს შემდეგ ამოცანებს:


-          IFRS სტანდარტების მიხედვით ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება თითოეული კომპანიისთვის ცალ-ცალკე და ასევე ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშება;

-          BIG4-ის შუალედური და წლიური აუდიტის წარმატებით გავლა;

-          სხვადასხვა ტიპის რეპორტინგი და ანალიტიკა;

-          საერთაშორისო საინვესტიციო ბორდისთვის პრეზენტაციების მომზადება, რეპორტინგი, კრების ოქმების შედგენა;

-          ურთიერთობა წამყვან ქართულ ბანკებთან, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის პროცესების მართვა;

-          ახალი პროექტების ფინანსური მოდელების შედგენა, კრიტიკული განხილვა, წარდგენა მენეჯმენტისთვის, შესაბამისი დაფინანსების მოპოვებაზე მუშაობა;

-          ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა;

-          გუნდში მუშაობა სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან (ბუღალტერია, HR, იურიდიული სამსახური, პროგრამული უზრუნველყოფა) სხვადასხვა შიდა პროექტის ჭრილში.

 

იმისთვის, რომ ადვილად შეძლო ადაპტირება, დაგჭირდება:


-          ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;

-          Microsoft office-ის პროგრამებში გამართულად მუშაობის უნარი, განსაკუთრებით კი Excel-სა და PPT-ში;

-          ასევე ინგლისურ ენაზე გამართულად წერის უნარი.

 

ყველა ზემოთაღწერილი ამოცანის შესასრულებლად საჭირო მეთოდებსა და პრაქტიკულ მიდგომებს კი რეპორტინგის გამოცდილი გუნდი ადგილზე შეგასწავლის, დაგეხმარება ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში - საბოლოოდ, მოკლე ვადაში შესაძლებელი უნდა იყოს ამოცანების სრული დელეგირება შენზე.

 

ანაზღაურების სისტემა პირველ ეტაპზე: გროს 1625-2000 ლარის ფარგლებში. გეგმაშია ანაზღაურების ზრდა თანამშრომლის განვითარებასთან ერთად (როგორც უნარ-ჩვევების მიხედვით, ასევე პოზიციურად).

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე

 

გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
დეპარტამენტი
ფინანსები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:30 - 18:30
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
სამედიცინო, ჯანდაცვა, ადმინისტრაცია, ფინანსები, ბუღალტერია, მენეჯმენტი, მომხმარებელთან ურთიერთობები
სლოგანი
ჩვენ ვზრუნავთ
მისამართი
კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
01 თებერვალი - 03 მარტი