უძრავი ქონების შერჩევის მენეჯერი

ნინო რამიშვილის ქუჩა, თბილისი
02 თებერვალი - 04 მარტი

ვაკანსიის აღწერა

ცხადდება ვაკანსია უძრავი ქონების შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.  (დისტანციური სამსახური) 

კომპანიის შესახებ: 

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას პირთათვის, რომელთაც სურთ უძრავი ქონების შეძენა ან ქირა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული აპარტამენტები მდებარეობენ თბილისის ცენტრალურ ლოკაციებზე. ჩვენი სერვისის მომხმარებლები არიან უცხოელები, რომელთა ბიუჯეტი საშუალოზე მაღალია.

ძირითადი მოვალეობები:

ბინების (სახლების) აქტუალური ვარიანტების ძიება უძრავი ქონების ვებგვერდებზე

ობიექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევა 

ბაზაში ვარიანტების დამატება

[არ გევალებათ ობიექტებზე სიარული და კლიენტებთან(რომლებიც ეძებენ საცხოვრებელს) ურთიერთობა.]


Სამუშაო პირობები:


ოფისში მუშაობა ორშაბათი და ხუთშაბათი 10:00-დან 18:00 საათამდე

დისტანციური სამუშაო სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00-დან 19:00 საათამდე

მობილური კომუნიკაციებისთვის თანხის დაფინანსება

ხელფასი შედგება ფიქსირებული ნაწილისგან 800 ლარი + წარმატებული გარიგების % (საშუალო ხელფასი 1500+ ლარი)

მოთხოვნები:

ზეპირი და წერილობითი ქართული და რუსული ენების თავისუფალი ფლობა

პასუხისმგებლობა და მოტივირებულობა

კომუნიკაციის კარგი უნარი

სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

არასამუშაო დროს მცირე და მოკლე ვადიანი ოპერაციების განხორციელება

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე hello@atflat.ge

რეზიუმეები განიხილება 7-10 დღის განმავლობაში.

დეტალები
ენები
Русский, ქართული
დამსაქმებლის შესახებ
02 თებერვალი - 04 მარტი