ფინანსისტი

აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
საოფისე
2-3 წელი
07 თებერვალი - 09 მარტი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „მადარტ დელივერი“ სამუშაოდ გიწვევთ ფინანსისტის პოზიციაზე!


სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 2500

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დროული და სწორი ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;
  • სახელფასო სისტემის სტაბილიზაცია, კონტროლი, ცვლილება, მონიტორინგი;
  • ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით;
  • თანამშრომლების მუშაობის ფინანსური ეფექტურობის გათვლა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, აღსრულება;
  • სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
  • მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ რეპორტების გამოთხოვა მენეჯერებისგან;
  • წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა;
  • პერიოდული სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება ფილიალებში;
  • ფინანსური დირექტორისთვის, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმების შეთავაზება;
  • მოთანამშრომლე კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და აქტიური ჩართულობა;
  • ფინანსური დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებებს!

დეტალები
ხელფასი
2500 ₾
დეპარტამენტი
ფინანსები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
07 თებერვალი - 09 მარტი