გარე გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი

6 მარჯანიშვილის ქ., ბათუმი
სრული განაკვეთი
საოფისე
1-2 წელი
07 თებერვალი - 09 მარტი

ვაკანსიის აღწერა

ვფიქრობ, ვიცნობთ ერთმანეთს და თუ არა, გაგეცნობით: წარმატების ისტორია იწყება შემოქმედებითი ადამიანების თამამი იდეებით და გაბედული ნაბიჯებით. ასე დაიწყო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ ისტორიაც.


"ალიანს ჯგუფი" გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის განხორციელებული და მიმდინარე პროექტები პრემიუმ კლასის, კომფორტული, კლიენტებისთვის და ქვეყნისთვის ეკონომიკურად მომგებიანი საცხოვრებელი კომპლექსებია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც მშენებლობისა და გამოყენებული მასალების ხარისხით, ასევე კომპლექსებში განთავსებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურით. რეგიონის დეველოპერულ ბაზარზე პირველად "ალიანს ჯგუფმა" საკუთარ პროექტებში მსოფლიოში აღიარებული სასტუმრო ბრენდები - ამერიკული "ქორთიარდ ბაი მარიოტი" (Courtyard By Marriott), ასევე ამერიკული "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), "რამადა" (Ramada) და საქართველოში რიგით მერვე "მარიოტი" (Marriott). „ალიანს ცენტროპოლისი" ალიანს ჯგუფის მეხუთე მასშტაბური პროექტია. სადაც მსოფლიო სასტუმრო ბრენდი - „ჰაიატ ცენტრიკი" შემოვიდა.


თუ გსურს შემოუერთდე „ალიანს ჯგუფის“ გუნდს საზაფხულო, ექვსთვიანი პროექტის ფარგლებში, გაეცანი ვაკანსიების აღწერილობას გაყიდვების დეპარტამენტში „გარე გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე, ბათუმში.


თუ ხარ მოტივირებული განვითარებაზე,  გსიამოვნებს ადამიანებთან კომუნიკაცია და შეგიძლია თავისუფლად ესაუბრო მათ:


  • ინგლისურ და რუსულ ენებზე (მინ. B2 დონე, გასაუბრება წარიმართება მოთხოვნილ ენებში)
  • გაქვს დარწმუნებისა და არგუმენტირების, პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვის, დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად ჩატარების უნარი

გაგვეცანი „გარე გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე.


ჩვენ გთავაზობთ:


  • ანაზღაურებას 800 ლარის ოდენობით
  • წამახალისებელ ბონუსს
  • შრომითი კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო განრიგს, ცვლაში 

დამატებითი სარგებელი:


  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორაციული ნომერი

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:


  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2023 წლის 06 მარტის ჩათვლით.


ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.


გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
800 ₾ + ბონუსი
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
6 მარჯანიშვილის ქ., ბათუმი 6000, საქართველო
07 თებერვალი - 09 მარტი