სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას ციფრული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ფუნქციები:
- ონლაინ გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციაში, და განხორციელება
- კომპანიის შემოსავლების მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა
- ონლაინ გაყიდვებისთვის შესაბამისი არხების (საიტების) მოძიება, მათთან მოლაპარაკება, მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
- კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, კონკურენტებზე დომინირების უზრუნველყოფა
- აქციების დაგეგმვა, უშუალო ხელმძღვანელთან, მარკეტინგისა და ფინანსურ დეპარტამენტებთან კოორდინაციაში
- გაყიდვების ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგი
- პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება
- საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმიანობის დაგეგმვა, ფუნქციების დელეგირება და შესრულების კონტროლი
მოთხოვნები:
- აუცილებელია ონლაინ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- 1C, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
- გაყიდვების ტექნიკების ცოდნა
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებებს!