გაყიდვების კონსულტანტი

დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
სრული განაკვეთი
09 თებერვალი - 23 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

შპს ,,ჯითექსი“  აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციაზე ქ. თბილისში

კომპანია ,,ჯითექსი“ დაარსდა 2007 წელს და უკვე 15 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti,  Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე. 
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სმენა: 10:00 – 19:00 სთ; / 13:00 – 22:00 სთ.
ხელფასი: 750 ლარი (NET) ფიქსირებული + ბონუსი. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
  • მომხმარებლებთან კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დახმარება
  • კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა
  • ვიტრინის აწყობა (ბანერის, სტიკერების განთავსება და მანეკენების შესაბამისად წარმოდგენა)
  • ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • მაღაზიის სისუფთავის დაცვა
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

  • საშუალო  განათლება 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის საშუალო დონეზე ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას.
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს. 
  • კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • Fitpass მომსახურებას. 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV.

წარმატებებს გისურვებთ!
დეტალები
ხელფასი
750 ₾ + ბონუსი
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული
განათლება
საშუალო განათლება
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები
მისამართი
დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
09 თებერვალი - 23 თებერვალი