ტექნიკოსი

09 February - 11 March
Details
Address
თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 18:00
Skills
სწრაფად რეაგირების უნარი, დროის ეფექტურად მართვის უნარი

Vacancy description

m|group  რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. 

დღეისთვის, ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი, როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და ბათუმში: „ოტიუმი“ „მეტეხის ჩრდილში“ „პურის სახლი“ „მასპინძელო“ „მასპინძელო ექსპრესი“ „მასპინძელო ექსპრესი ბათუმი“ 

m|group-ის  წარმატებას ჩენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტი ერთამენთზე და მომხმარებელზე ზრუნვაა. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.mgroup.ge 

”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - აცხადებს ტექნიკოსის ვაკანსიას

სამუშაო ადგილი : თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის #40
სამუშაო გაკავეთი: ორშაბათიდან პრასკევის ჩათლით 09:00 სთ-18:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტებზე არსებული ტექინკური სამუშაოების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება
  • ტექინიკური ჯგუფის მართვა
  • საჭირო ტექნიკური მარაგების შევსება დადგენილი წესით
  • უსაფრთხოების წესების დაცვა
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის წარმოება
ძირითადი  მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
საჭირო უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • სწრაფად რეაგირების უნარი
  • დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • კარიერულ ზრდას
  • მზარდ შრომით ანაზღაურებას
  • „ფიტპასი“-ს და დაზღვევის შეთავაზებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოაგზავნოთ თქვენი CV.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. 
”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Category
Horeca
Location
თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
09 February - 11 March