კომპანია ,,სოფთმასტერი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის ინჟინერის (ტექნიკოსი) პოზიციაზე. კომპანია ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და პრობლემის ამოხსნაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს ინტერესი აღნიშნულ სფეროში და სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია.
,,სოფთმასტერი“ წარმოადგენს 20 წლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო საფინანსო ორგანიზაციები სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან. ჩვენს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.softmaster.ge.
მოვალეობები:
Ø კლიენტის ორგანიზაციების მუდმივი მხარდაჭერა, პარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარება, საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის მოძიება/შემუშავება, ინსტალაცია, ოპტიმიზაცია და პარამეტრების კონფიგურაცია, დაზიანებების და ხარვეზების აღმოფხვრა;
Ø ელ.მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება; ტექნიკის ტესტირება, დიაგნოსტიკა და ინტეგრაცია;
Ø დეტალური ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Ø ტექნიკისა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა; მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
Ø უმაღლესი ტექნიკური განათლება ფიზიკის ან ინფორმატიკის განხრით;
Ø ფიზიკური დონის პროტოკოლებთან (rs422, rs485) მუშაობის გამოცდილება;
Ø საბაზისო ელექტროობის საფუძვლების ცოდნა;
Ø ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევის უნარი;
Ø შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
Ø კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
Ø პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
Ø გუნდური და ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
Ø კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
Ø არამწეველი;
დამატებითი მოთხოვნები:
Ø B კატეგორიის მართვის მოწმობა;
Ø ინგლისური ენა საშუალო დონეზე (სასურველია რუსული ენა);
გთავაზობთ:
Ø ყოველთვიური სტაბილურ ანაზღაურება;
Ø კომპანიის ავტომობილი და საწვავი;
Ø სამუშაოსთვის საჭირო ინსტრუმენტები;
Ø სამივლინებო ხარჯები.