ლოჯისტიკის უმცროსი სპეციალისტი
76 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
09:30 - 18:30
სრული განაკვეთი
10 თებერვალი - 12 მარტი
CV-ს გაგზავნა
ვაკანსიის აღწერა
სს "თიბისი ლიზინგი"
აცხადებს ვაკანსიას
ლოჯისტიკის უმცროსი სპეციალისტის
პოზიციაზე.
მდებარეობა:
თბილისი
სამუშაო განაკვეთი:
სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები:
09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ოფისების გამართულობის ყოველკვირეული მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა;
გარე კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა;
მცირე სამეურნეო სამუშაოების განხორციელება გაუმართაობის აღმოსაფხვრელად;
დაცვისა და დასუფთავების სამსახურის ზედამხედველობა ოფისებში;
საოფისე ტექნიკის მონიტორინგი (გათბობა, კონდიცირება და ა.შ);
საწყობების მონიტორინგი და სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი;
სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
ტრანსპორტის გამართულობის უზრუნველყოფა, საწვავის მონიტორინგი, რეცხვის დაორგანიზება კონტრაქტორთან.
ოფისების საქმიანობისთვის საჭირო ლოჯისტიკური საკითხების/ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
სამეურნეო მარაგების შესყიდვისას ლოჯისტიკის განხორციელება;
სხვა ლოჯისტიკურ თუ სამეურნეო საკითხებში ჩართულობა და მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
B და B1 კატეგორიის მართვის მოწმობა;
ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
თვითგანვითარებისკენ სწრაფვა;
ანალიტიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშობის უნარი;
კომუნიკაბელურობა
ორგანიზებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:30 - 18:30
უნარები
ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშობის უნარი, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა
დამსაქმებლის შესახებ
სს "თიბისი ლიზინგი"
კატეგორია
ფინანსები
მისამართი
76 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0179, საქართველო
სოციალური ქსელები
კომპანიის შესახებ
10 თებერვალი - 12 მარტი
CV-ს გაგზავნა