1C Software Developer

2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
3-5 წელი
10 თებერვალი - 12 მარტი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას 1C Software Developer-ის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

•  საღრიცხვო ფუნქციონალის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი სააღრიცხვო ბლოკების შექმნა;
  რეპორტების შემუშავება და მისი გაუმჯობესება;
  საინფორმაციო სისტემებთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან ინტეგრაცია მე-2 ხაზის მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1C-ში პროგრამირების გამოცდილება 3 წელზე მეტი და კვალიფიკაცია middle ან senior.
  1C-ს პლატფორმის მექანიზმების, თანამედროვე საშუალებების ცოდნა სრული მოცულობით (ასინქრონულობა, REST და WSDL web სერვისები, სხვა პროგრამებთან ინტეგრაციის საშუალებები) 
  1C-ს თანამედროვე არქიტექტურის და სტანდარტების დამუშავების გაგება (სტანდარტული ქვესისტემების ბიბლიოთეკა, ერთ-ერთი თანამედროვე კონფიგურაციის ცოდნა, რომელიც გამოიყენება საცალო ვაჭრობაში)
  1C-ს მოთხოვნათა ენის გამართული ცოდნა, არაეფექტური კოდის ოპტიმიზაციის უნარი;
  1C-ს პლატფორმაზე ერთობლივი დამუშავების თავისებურებათა გაგება;
  დამკვეთთან დიალოგის წარმოების უნარი და კონკრეტულ ნაწილში საკუთარი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  SQL ცოდნა და 1C-ს მობილურ პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად;
  ინგლისური და რუსული ენების გამართული ცოდნა;

პირობები:

  გრაფიკი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  ანაზღაურება: 2500-3500 USD dollar; (განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
  ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/ოჯახური)
•  კვება;
  Fitpass;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
3-5 წელი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
10 თებერვალი - 12 მარტი