შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქ.ბათუმში.
პოზიციის მიზანი:
ჰორეკა სეგმენტში გაყიდვების განვითარება, გაყიდვების აქტივობების წარმართვა, კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, კომპანიის პროდუქტების წარდგენა.
პოზიციაზე დასაქმებისთვის სავალდებულოა უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
ოფისის მისამართი: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის #17 ა;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამომუშავებით + ყოველთვიური გეგმა.
ანაზღაურება: 2300 – 2570 ლარი 100% ით შესრულების შემთხვევაში.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სამუშაო არეალში არსებულ ჰორეკა არხის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის სტრატეგიის განხორციელება;
- ახალი კლიენტების მოპოვება;
- სავაჭრო წერტილებში, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, პროდუქტების წარმოდგენის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სარეკლამო ინვენტარის შეთავაზება და განთავსება;
- მოლაპარაკებებისა და აქტივობების კალენდრის განხორციელება;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა
- MS Windows"-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გაყიდვების პროცესების ცოდნა;
- გაყიდვების დამხმარე პროცესების ცოდნა (მიწოდება);
- ენების ცოდნა:
- ქართული - სავალდებულოა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური