შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს HoReCa მენეჯერის პოზიციაზე
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი/ყოველთვიური ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხისმგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე გაყიდვების პოტენციალის შეფასება;
- HoReCa-ს არხში გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
- HoReCa-ს ТОP 50 კლიენტების მიხედვით გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
- პარტნიორი გაყიდვების ობიექტების საქმიანობის მართვა გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და კომპანიის სტანდარტების დაცვაზე;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
- კომპანიასა და კონტრაგენტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების პირობების დაცვის კონტროლი;
- გაყიდვების გეგმის შესრულების დინამიკის ანალიზი; ბიზნეს-გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინადადების შემუშავება მაკორექტირებელი ზომების შემოღებისათვის და ამ ზომების რეალიზება გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით;
- ტერიტორიის რეგულარული აუდიტი (პროდუქციის განლაგების სტანდარტების შესრულება, სავაჭრო მოწყობილობის განთავსება, სარეკლამო მასალების განთავსება, პრომო აქტივობების ჩატარების გეგმის შესრულება და სხვ.);
- HoReCa-ს არხში მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარების კონტროლი და ანალიზი;
- კონკურენტების სარეკლამო და სავაჭრო მარკეტინგის იდენტიფიცირება, კონტროლი და შეფასება;
- ახალი კონტრაქტორების მოძიება, გეგმების შემუშავება და თანამშრომლობა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ჰორეკა სექტორში ტოპ კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- წარმატებული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება TOP HoReCa-ს საკვანძო პირებთან;
- HoReCa სექტორის თავისებურებების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office სტანდარტული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ისა და PowerPoint-ის პროგრამა.
პიროვნული უნარები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
- პროცესების მართვის უნარი;
- კომუნიკაბელობა;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ რას გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13.03.2023.
შერჩევის ეტაპები:
- გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან
- შეხვედრა ამყვან მენეჯერთან
- კონკრეტული დავალების შესრულება/პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებებს.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.