„ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი“ აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
„ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“.
კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.
პოზიციის მდებარეობა: ჭანტურიას ქუჩა 6/2
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 319 300
ძირითადი მოვალეობები:
- სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, მონიტორინგი და კონტროლი;
- დეპარტამენტის საქმიანობის ყოველწლიური/ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვა; ბიუჯეტის განკარგვის მონიტორინგი;
- კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
- შერჩევის სრული ციკლის მართვის კონტროლი;
- HR ადმინისტრაციულ პროცედურებში და პროცესებში სრული ჩართულობა; ადმინისტრაციული პროცესების მართვის კონტროლი;
- სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება/შესრულების კონტროლი;
- საჭიროებისამებრ, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და შემდგომი განხორციელების კონტროლი;
- შეფასების სისტემის დანერგვის, განვითარებისა და დახვეწის პროცესის ხელშეწყობა, სამუშაოს შეფასების პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის კოორდინაცია;
- თანამშრომელთა მიღების/ონბორდინგის სრული პროცესის მართვა;
- თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების პროცესების მართვა;
- თანამშრომელთა ფორმალური და არაფორმალური სამოტივაციო და სხვა სახის HR პროექტების განხორციელებაში ჩართულობა;
მოთხოვნები:
- განათლება შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
- უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.
გისურვებთ წარმატებას!