ინვენტარიზაციის სპეციალისტი

25 ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, თბილისი
16 თებერვალი - 15 თებერვალი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე 

ფუნქცია-მოვალეობები:

  ჰიპერმარკეტებში არსებული მარაგების აღწერა და შედარება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
•  არსებული სასაქონლო ნაშთების ფიზიკური მონიტორინგი;
  ასაღწერი ობიექტის სრული ინვენტარიზაცია როგორც კომერციული მარაგების ასევე ძირითადი საშუალებების;
•  ინვენტარიზაციის პროცესში შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
•  ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენა ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

•  უმაღლესი/არასრული უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
•  სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
•  აუცილებელია Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  ორგანიზებულობა;
•  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

  სამუშაო გრაფიკი: 12-15 სამუშაო ღამე თვის ჭრილში;
  სამუშაო საათები: 22:00 – 07:00 სთ (1 საათი შესვენება);
  ანაზღაურება: ფიქსირებული 50 ლარი დღიური;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
16 თებერვალი - 15 თებერვალი