Standart

უმცროსი ინვენტარიზაციის სპეციალისტი

16 February - 18 March
Details
Address
25 ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირი, თბილისი
Salary
800 ₾
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
22:00 - 07:00
Education
Bachelor
Skills
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰიპერმარკეტებში არსებული მარაგების აღწერა და შედარება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
  • არსებული სასაქონლო ნაშთების ფიზიკური მონიტორინგი;
  • ასაღწერი ობიექტის სრული ინვენტარიზაცია როგორც კომერციული მარაგების ასევე ძირითადი საშუალებების;
  • ინვენტარიზაციის პროცესში შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენა ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი/არასრული უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 12-15 სამუშაო ღამე თვის ჭრილში;
  • სამუშაო საათები: 22:00 – 07:00 სთ (1 საათი შესვენება);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი;
  • ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • FitPass;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
16 February - 18 March