აუდიტი - ბათუმი

ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
2-3 წელი
17 თებერვალი - 19 მარტი

ვაკანსიის აღწერა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში:

პოზიციის დასახელება: აუდიტი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:20
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე. 
ანაზღაურება: მინიმალური ხელფასი 2500 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული პროცედურების და პოლიტიკების შესრულების შემოწმება:
  • აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა პროცესების შემოწმება დარღვევების, შეუსაბამობებისა და პროცესში არსებული სისუსტეების გამოსავლენად;
  • რისკზე დაფუძნებული მიდგომით კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა მათში არსებული რისკის არეების გამოსავლენად;
  • გამოვლენილი რისკების და შეუსაბამობების გამოსწორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
  • დანერგილი პოლიტიკებისა და პროცედურების არსებულ პროცესებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა, გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება;
  • წინასწარ დადგენილი რისკ ინდიკატორების მიხედვით პროცესების შემოწმება:
  • პროცესების შემოწმება დანერგილი ძირითადი რისკ ინდიკატორების მიხედვით;
  • სხვა შიდა აუდიტთან დაკავშირებული საქმიანობა:
  • სამსახურის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება;
  • კომპანიაში არსებული ძირითადი რისკების რეესტრების წარმოება;
  • არსებული პროცესების აღწერა პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამებისა და ექსელის (Vlookup, Hlookup, Lookup, indirect, match.) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარები:

  •  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  •  სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  •  გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

საკონტაქტო ინფორმაცია:  +995 568 700 300
დეტალები
ხელფასი
2500 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
დეტალებზე ორიენტაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გადაწყვეტილების მიღების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
17 თებერვალი - 19 მარტი