IT სპეციალისტი - ბათუმი
ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
17 თებერვალი - 19 მარტი
CV-ს გაგზავნა
ვაკანსიის აღწერა
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“
აცხადებს ვაკანსიას
IT სპეციალისტის
პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგი;
ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
IP ტელეფონების კონფიგურირება;
რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
აგრეთვე პროფესიული ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, პროფესიული მიზნით გამოყენებისთვის..
პიროვნულიუნარ-ჩვევები:
რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
სისხარტე მუშაობაში;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.
ანაზღაურება:
მინიმალური 1250 ლარი კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით .
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
გისურვებთ წარმატებას!
საკონტაქტო ინფორმაცია:
568 700 300
დეტალები
₾
ხელფასი
1250 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი, სისხარტე მუშაობაში, ორგანიზებულობა
დამსაქმებლის შესახებ
ბერმელი
სოციალური ქსელები
კომპანიის შესახებ
17 თებერვალი - 19 მარტი
CV-ს გაგზავნა