პრემიუმი

ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი - ბათუმი

17 თებერვალი - 19 მარტი
დეტალები
მისამართი
ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა
  • მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის საფუძველზე
  • საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
  • ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა
  • ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევების მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
  • სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში
  • მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების  საკითხების დეტალური ტექნიკური ცოდნა
  • უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის: ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS), ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია, 
  • ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების, უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან მუშაობის გამოცდილება
  • უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა
  • კანდიდატი გაცნობიერებული უნდა  იყოს ვებ  ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან დაკავშირებულ პროტოკოლებთან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშო კვირა.
ანაზღაურება:  კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით .

აგრეთვე პროფესიული ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო ინფორმაცია:  568 700 300

17 თებერვალი - 19 მარტი