საკრედიტო ოფიცერი - ბათუმი

ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბათუმი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
1-2 წელი
17 თებერვალი - 19 მარტი

ვაკანსიის აღწერა

შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ.ბათუმში

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
  • ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”).
ძირითადი მოვალეობები:

  •  ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
  •  პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  •  არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  •  განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
  •  მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
  •  სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
  •  დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  •  მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
  •  გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
  •  მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
  •  ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
  •  საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
  •  საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
პიროვნული თვისებები:

  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  •  ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
  •  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  •  პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
  •  პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
  •  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ან დაგვიკავშირდით   +995 568 700 300.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
ანალიტიკური აზროვნების უნარი, ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული, პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
17 თებერვალი - 19 მარტი