„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
უშუალო ხელმძღვანელი: გენერალური დირექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• კომერციული მიმართულებით კომპანიის მიზნების, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება გენერალურ მენეჯერთან ერთად;
• სტრატეგიული მიზნების შესაბამისად მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
• ფილიალების სტრატეგიის შემუშავება კომპანიის კომერციული მიზნებიდან გამომდინარე;
• ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, ტენდენციების დადგენა და მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესში;
• ახალი მომგებიანი პროდუქტებისა და სერვისების განვითარების გეგმის დასახვა, დამტკიცება და აღსრულების მონიტორინგი არსებული პროდუქტების (აქციები, შეთავაზებები) ანალიტიკის წარმოება და შედეგების მიხედვით შესაბამისი აქტივობის დაგეგმვა;
• პროდუქტების (აქციების, შეთავაზებების) ბიუჯეტის გაწერა;
• კომპანიის მნიშვნელოვან პარტნიორებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
• კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში. ფინანსური დეპარტამენტისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდება;
• დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტური მართვა-ფუქცია-მოვალეობების გონივრული გადანაწილება, შესრულებული საქმიანობის პერიოდული შეფასება და შესაბამისი უკუკავშირი;
• დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა HR დეპარტამენტთან ერთად;
• კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და განყოფილებებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
• უშუალო ხემძღვანელთან შედეგების განხილვა და რეპორტის მიწოდება კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
• პოზიციიდან და კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
• უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების/ ეკონომიკის/ ფინანსების მიმარტულებით);
• მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
• ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
• ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
• შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
betlive.club გთავაზობთ:
• ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
• Fitpass;
• სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
• სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
• პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:
• განაცხადების გადარჩევა;
• ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.