სტანდარტული

Product Owner

19 თებერვალი - 21 მარტი
დეტალები
მისამართი
პეკინის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
English, ქართული
უნარები
კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი, ანალიტიკური აზროვნება

ვაკანსიის აღწერა

betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:


"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას Product owner- ის  პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) 

უშუალო ხელმძღვანელი:  გენერალური დირექტორი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქტის სტრატეგიის და ხედვის შემუშავება/განსაზღვრა;
  • პროდუქტის მართვის გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
  • საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
  • შესაბამისი სტრუქტურებისთვის პროექტის დეტალების და მათი მხრიდან საჭირო სამუშაოს განსაზღვრა;
  • სამუშაოს შესრულების ვადების განსაზღვრა;
  • არსებული პროექტის შედეგებისა და ხარისხის მონიტორინგი;
  • პროვაიდერებთან კომუნიკაცია და ახალი შესაძლებლობების დადგენა;
  • გუნდში არსებულ სხვადასხვა რგოლებს შორის სწორი კომუნიკაციის და პროექტის ეფექტურად მართვის კოორდინირება;
  • მომხმარებლის უკუკავშირის მიღება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების დაგეგმვა;
  • რეპორტის მომზადება, წარდგენა;
  • ხარჯთაღრიცხვის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • სათამაშო ინდუსტრიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დავალებების გადანაწილების გამოცდილება.
betlive.club გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • Fitpass; 
  • სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • დავალება. 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
კატეგორია
აზარტული
მისამართი
პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 თებერვალი - 21 მარტი