ადმინისტრატორი

ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
21 თებერვალი - 23 მარტი

ვაკანსიის აღწერა

მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, "ორი ნაბიჯის" მაღაზიები
ანაზღაურება: 900 + ბონუსი

ჩვენი უპირატესობებია:

  • მაღაზიათა ქსელი, სადაც დარბაზის დანაკლისები არ ექვითებათ თანამშრომლებს!
  • ყველაზე ხანმოკლე სტაჟირება, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან! 
  • მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში აწონილი და დაფასოებული პროდუქცია (გარდა ხილ-ბოსტნეულის);
  • დაწინაურების ყველაზე მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა;
  • საბონუსე და მზარდი კომპენსაციის სისტემები;
  • აღიარების და წახალისების პროგრამები;
  • მოქნილი გრაფიკი;
  • ყველაზე მეგობრული და შეკრული გუნდი.
მაღაზიის ადმინისტრატორი

ფუნქცია - მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
  • სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
  • მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
  • მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.
ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:
შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა  ბმულზეhttps://career.orinabiji.ge/ 

გამოგზავნოთ რეზიუმე hr1@orinabiji.ge  ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 2 00 22 00 / 591 51 26 70


მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი”  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
დაზოგე მარტივად !
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
21 თებერვალი - 23 მარტი