გაყიდვების წარმომადგენელი

კახეთის გზატკეცილი, თბილისი
სრული განაკვეთი
საოფისე
21 თებერვალი - 23 მარტი

ვაკანსიის აღწერა

,,BELLONA" არის იტალიური ავეჯის მსოფლიო ბრენდი, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია   ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და დღეისათვის  ფლობს 8000_ზე მეტ  შოურუმს,ხოლო თბილისში წარმოდგენილია ორი უმსხვილესი ფილიალით.

Bellona აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: 

  • ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი #3
  • აკაკი ბაქრაძის გამზირი #6 (მტკვრის მარჯვენა სანაპირო)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან ანაზღაურებად  ერთ თვიან  სწავლება-სტაჟირებას. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება; 
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში; 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სასურველია კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სასურველი უნარ–ჩვევები:

  • კეთილგანწყობილი;
  • კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად  მეტყველების უნარით;
  • პუნქტუალური  და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის გრძნობით;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენი შემოთავაზებაა:

  • მზარდი ანაზღაურება;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი +  ყოველთვიური ბონუსი
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV. რეზიუმე სურათის გარეშე არ განიხილება ან მოგვწერეთ ჩვენს facebook  გვერდზე https://www.facebook.com/BellonaGeorgia1/
დეტალები
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული
უნარები
კეთილგანწყობილი, პუნქტუალური და დისციპლინირებული, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
21 თებერვალი - 23 მარტი