IT მხარდაჭერის სპეციალისტი

24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
23 თებერვალი - 25 მარტი

ვაკანსიის აღწერა

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს  ვაკანსიას „იტ მხარდაჭერის სპეციალისტის“ პოზიციაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ინციდენტების იდენტიფიცირება და მოგვარება
  • თანამშრომლების პროგრამული მხარდაჭერა
  • თანამშრომლებისთვის ტექნიკის გამართვაში დახმარება (ფიზიკურ სივრცეში)
  • ქსელის გამართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის  სტუდენტი  კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით
  • კომპიუტერული ტექნიკის და აღჭურვილობის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვა;
  • ორგანიზებულობა;
სტაჟირებით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge  2023 წლის 15 მარტის  ჩათვლით. 
გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „იტ მხადრაჭერის სპეციალისტი"

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: 

ცხელი ხაზი:  032 2 242 22 22 *313;    
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. 
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. 
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
დეტალები
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის მართვა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 თებერვალი - 25 მარტი