ლოჯისტიკის კოორდინატორი

24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
სრული განაკვეთი
23 თებერვალი - 25 მარტი

ვაკანსიის აღწერა

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული; 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საქონლის მიღება და დასაწყობება;
  • სასაქონლო მარაგების გაცემა და ნაშთის კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა;
  • შესყიდული საქონლის დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა და რეაგირება;
  • თვის ბოლოს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის ჩამოწერის აქტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: 

ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. 
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. 
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 თებერვალი - 25 მარტი