ბუღალტერ-ოპერატორი

29 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
1-2 წელი
24 თებერვალი - 26 მარტი

ვაკანსიის აღწერა

KFC საქართველო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე
პოზიციის სახელწოდება: ბუღალტერ-ოპერატორი

დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულება: უფროსი ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების სტატუსი: სრული განაკვეთი
 
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

შემოსავლების ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა;
მისაღები თანხების სისწორის ყოველდღიური კონტროლი;
სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
საბანკო გადარიცხვების დავალებების შექმნა;
საჭიროებისამებრ რეპორტინგი ანგარიშვალდებულ პირთან;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა;
ქართულ ენაზე გამართული და თავისუფალი მეტყველება და წერა;
 
პიროვნული თვისებები:

გუნდური მუშაობის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პუნქტუალური. 
 
სამუშაო პირობები:
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-იდან 18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი
ჯანმრთელობის დაზღვევა
განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ქართულ ენაზე.

თხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემოსული CV-ების სიმრავლიდან გამომდინარე, KFC საქართველოს შერჩევის გუნდი, დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.
ჩვენ შრომით ურთიერთობებს ვაწარმოებთ მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვის პრინციპით.

დეტალები
ხელფასი
1000 ₾
დეპარტამენტი
ფინანსები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
უნარები
დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პუნქტუალური
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
მომხმარებელთან ურთიერთობები
მისამართი
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
24 თებერვალი - 26 მარტი