Standart

უმცროსი ბუღალტერი

01 March - 31 March
Details
Address
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
Salary
900 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული
Education
Bachelor
Department
Finances
Skills
პუნქტუალურობა, დისციპლინირებულობა;

Vacancy description

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სააღრიცხო სისტემა 1C-ში ბუღალტრული გატარებების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის წარმართვა;
  • თვის დახურვის პროცედურების შესრულება;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • საგადასახადო პორტალზე RS.GE-ზე მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • MS Office პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ფლობა სასურველია;
  • 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • ინიციატურობა და მოწესრიგებულობა;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები შედგება:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება და ტესტირება:

პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • ანაზღაურება: 800-900 ლარი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • კვება;
  • FitPass;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
01 March - 31 March