კომპანია " გაა ჰოლდინგი " ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ ახალგაზრდას კლიენტთა მომსახურების უმცროს მენეჯერს პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოვალეობები:
ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისგან პირველადი მოთხოვნის/ბრიფის მიღება და პასუხის გაცემა;
კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, მათი მოთხოვნების განხილვა და გამოვლენა;
კლიენტების მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
პროექტში ჩართულ პირებთან/გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის სტატუსის მართვის მიზნით;
შეთავაზებების/პროექტების წარდგენა კლიენტებთან მათი დამტკიცების მიზნით და/ან მოდიფიკაცია კლიენტების კომენტარების მიხედვით;
გუნდთან ერთად სატენდერო შეთავაზების მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
არსებულ კლიენტებთან ახალი ბიზნესის ინიცირება, მათი შემდგომი განვითარება და / ან გაუმჯობესების სფეროების გამოვლენა;
ყველა საჭირო პროცესის და პროცედურის შესრულება ხარისხის კონტროლის მიზნით.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა მსგავს დარგში;
სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
მუშაობის გამოცდილება სარეკლამო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის C1/C2 დონეზე ცოდნა:
რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
შერჩევა წარმოებს განაცხადების შემოტანის პარალელურად