" ალტა სოფთვეარი " აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერის პოზიციაზე.
"ალტა სოფთვეარი" საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის. ჩვენთან გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები, როგორებიცაა: Blazor Server And Web Assembly, Razor Pages და სხვა მრავალი.
სამუშაოს აღწერა:
ჩვენთან შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები კომპლექსური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად. თქვენ შეძლებთ მონაწილეობას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ეტაპზე: ვებ დიზაინის მოფიქრება და იმპლემენტაცია, მაღალი წარმადობის, ბიზნესზე ორიენტირებული და ტესტირებადი კოდის იმპლემენტაცია.
რას გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- თვითგანვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Html, CSS-ის საფუძვლიანი ცოდნა
- UI/UX საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება
- JavaScript-ის მინიმალური ცოდნა
- ხარისხზე ორიენტირებული კოდის წერა
- კონფიდენციალურობის დაცვა
საჭირო უნარები:- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი
უპირატესობად ჩაითვლება:
Front-end Developer-ად მუშაობის გამოცდილება
C#-ის ცოდნა
Blazor Server ან/და Web Assembly-თან მუშაობის გამოცდილება
Razor Pages-თან მუშაობის გამოცდილება
რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის გამოცდილება
თქვენ მიერ შესრულებული პროექტების წარმოდგენა (მაგალითად: ვებ საიტის მისამართი, GitHub ლინკი, ა.შ.)
შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან Alt კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.