გრაფიკული დიზაინერი

172, თბილისი
არასრული განაკვეთი
საოფისე
01 მარტი - 16 მარტი

ვაკანსიის აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია " მეღვინეობა ხარება " უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე 800 ლარი , შემდგომ 1000 ლარი .

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის გრაფიკული დიზაინის შემუშავება და შესრულება;
  • გრაფიკული და სარეკლამო ტიპის საბეჭდი ფაილების მომზადება დათქმულ ვადებში;
  • კომპანიის პროდუქტების დიზაინის/რედიზაინის პროცესში მონაწილეობა და ტექნიკური შესრულება;
  • კომპანიის მარკეტინგული და საექსპორტო ღვინის ეტიკეტირების შესაბამისად სარეკლამო და საბეჭდი მასალების მომზადება;
  • დიზაინის დეტალების შესათანხმებლად სტამბებთან და მათ სარეკლამო მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Corel);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • შედეგზე ორიენტირების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
დეტალები
ხელფასი
800 ₾
დასაქმების ტიპი
არასრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English, Русский
უნარები
კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი, დროის მენეჯმენტი, გამართული კომუნიკაციის უნარი
01 მარტი - 16 მარტი