სტანდარტული

ფილიალის მენეჯერი

02 მარტი - 01 აპრილი
დეტალები
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1200-2000 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ანალიტიკური აზროვნების უნარი, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი

ვაკანსიის აღწერა

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის.

ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.nikorasupermarket.ge 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 1200-2000 ლარი;
  • ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
  • კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა;
  • პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვა;
  • სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა;
  • სავაჭრო ობიექტზე  პროდუქციის  გეგმიური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავაჭრო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.
გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი  

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
გაყიდვები
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
02 მარტი - 01 აპრილი