Standart

მიმღები-რეგისტრატორი

06 March - 05 April
Details
Address
18 ილია მეორის ქუჩა, სტეფანწმინდა
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English, Русский
Skills
დეტალებისადმი ყურადღებიანი, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

Vacancy description

სასტუმრო "ინტურისტი ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; 
  • კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით.
06 March - 05 April