უსაფრთხოების კომპანია G4S აცხადებს ვაკანსიას - იურისტი/ადვოკატის პოზიციაზე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
• სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა;
• წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
• შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
• სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
• სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
• ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშის, კვლევის, საკანონმდებლო ინიციატივის შეფასების მომზადება;
• კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
• ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით);
• სამოქალაქო სამართლის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამოქალაქო სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
• სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (აუცილებელია)
• იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სახელფასო განაკვეთი - 1 000 - 1 500 ლარი.
(კანდიდატის სამუშაო და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე განიხილება მაღალი სახელფასო განაკვეთიც)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები.
CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
ადვოკატის მოწმობის ასლი