მაცივრების მძღოლი

14 ილია ბაბუციძის ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
07 მარტი - 06 აპრილი

ვაკანსიის აღწერა

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“. 

ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მაცივრების მძღოლის პოზიციაზე.

ოფისის მისამართი: ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი (1200 ლარი); 

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • კომპანიის კუთვნილი ა/ს საშუალების მართვა დადგენილი მარშრუტით;
  • კომპანიის ბალანსზე არსებული მაცივრების გადაადგილება;
  • მაცივრების ლიფტის საშუალებით ჩამოტანა (გორგოლაჭებიანი მაცივრების) და შეტანა ობიეტზე;
  • დაბრუნებული მაცივრების უკან საწყობში დაბრუნება;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

  • მართვის მოწმობა C კატეგორია აუცილებელია;
  • სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ: 

  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:

  • დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე
  • ტელეფონით: 599 48 92 23
  • ან მობრძანდით მისამართზე:  ილია ბაბუციძის ქ.#14; ქ. თბილისი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები:

  • შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
  • ტესტ დრაივი
გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
ხელფასი
1200 ₾
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საწყობი და წარმოება, ლოჯისტიკა
მისამართი
5 ქინძმარაულის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
07 მარტი - 06 აპრილი