შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტში ინტერნეტ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა;
შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის;
განყოფილების ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და სიახლეების შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
₾
ხელფასი
2000-2500 ₾ + ბონუსი
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1-2 წელი
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა