IT მხარდაჭერის სპეციალისტი

პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
10 მარტი - 23 მარტი

ვაკანსიის აღწერა

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე.  ჩვენი პრიორიტეტი  ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • კონსულტაციის გაწევა დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
  • ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • მე-2 დონის ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია;
  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/გამართვა;
  • სავაჭრო მოწყობილობების ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ოპერაციულ სისტემის MS Windows 10, 11 და MS Office ზოგადი ცოდნა
  • შემდეგი სახის დანადგარების ზოგადი ცოდნა: PC, ნოუთბუქი, პრინტერი, ქსელური მოწყობილობები;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, პროფესიული მიზნით გამოყენებისთვის;
დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR დეპარტამენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 23 მარტი,  2023 წელი, 24:00 საათი. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
10 მარტი - 23 მარტი