„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი:
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
უშუალო ხელმძღვანელი: მარკეტინგის პროექტების მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური მედიისთვის პოსტების/ბანერების მომზადება;
- ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება;
- სარეკლამო მასალების ვიზუალების მომზადება;
- საბეჭდი მასალების ვიზუალების მომზადება;
- ლოგოებისა და ეტიკეტების/ კონტრ ეტიკეტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- გარე რეკლამების, ბილბორდების/ბანერების ვიზუალის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- Adobe programs (photoshop, illustrator);
- ნებისმიერი 3D პროგრამის ცოდნა მაღალი ხარისხის რენდერით ჩაითვლება უპირატესად
- კომპოზიციის შექმნა ფოტოშოპში;
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
- სასურველია გემბლინგში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია გქონდეთ გამოცდილება იმუშაოთ ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე და განსხვავებულ ამოცანაზე;
- თუ ხართ ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ინტერესიანი, ღია სიახლეებისთვის.
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass;
- სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- დავალება, ვიზუალის შექმნა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.