HR Manager

პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი
10:00 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
1-2 წელი
13 მარტი - 27 მარტი

ვაკანსიის აღწერა

პარფიუმერული ქსელი „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სწრაფად განვითარების პარალელურად კომპანია უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო სიახლეებმა და პრეზენტაციებმა დაუყოვნებლივ მოაღწიოს ქართველ მომხმარებლამდე.  ჩვენი პრიორიტეტი  ხარისხი და მრავალფეროვნებაა. კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას.

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00–18:00;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ადმისტრაციული საკითხების ორგანიზება: თანამშრომელთა სამსახურში მიღების, როტაციის, პოზიციის და ხელფასის ცვლილების, მივლინების, მოვალეობის დაკისრების, დანამატის, ბონუსის, განთავისუფლების და სხვა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების  შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება და აღრიცხვა;
  • კომპანიის საშტატო განრიგის შემუშავება/განახლება;
  • შრომითი ხელშეკრულებების/შეთანხმებების მომზადება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმის მართვა;
  • ახალი თანამშრომლის ორიენტაციის/ადაპტაციის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი;
  • შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება: ვაკანსიის გამოცხადება, რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში გასაუბრების ჩატარება;
  • დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR დეპარტამენტთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27 მარტი,  2023 წელი. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
დეპარტამენტი
ადამიანური რესურსები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
გამოცდილება
1-2 წელი
სამუშაო საათები
10:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
პ. სარაჯიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
13 მარტი - 27 მარტი