მარკეტინგის სპეციალისტი

ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
საოფისე
1-2 წელი
14 მარტი - 31 მარტი

ვაკანსიის აღწერა

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 3500-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.
ფუნქციები:

  • სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სავაჭრო ობიექტების სარეკლამო და POS მასალებით უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებში ვიზუალური სტანდარტების დაცვა, ინტერიერსა და ექსტერიერში ახალი სარეკლამო სივრცეების შექმნა და სტანდარტიზება;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის ღონისძიების ორგანიზება, სარეკლამო მასალების მომზადება და განთავსების უზრუნველყოფა;
  • ქსელში გაყიდვების სტიმულირებისთვის დაგეგმილი აქციების და მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაში ჩართულობა;
  • კომპანიაში მიმდინარე აქციების შესახებ SMS კომუნიკაციის უზრუნველყოფა და შედეგების ანალიზი;
  • სტრატეგიულ მარკეტინგულ პროექტებში ჩართულობა.
ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით განათლება უპირატესია);
  • მსგავს პროფესიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word);
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის?

მაშინ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მარტი, 2023 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
დეპარტამენტი
გაყიდვები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
დეტალებზე ორიენტირებულობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
დაზოგე მარტივად !
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
14 მარტი - 31 მარტი