შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე,შაბათი დისტანციურად;
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსი გამომუშავებით;
პოზიციის მიზანი:
- გაყიდვების განხორციელება ტელეფონით
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალი ზარების მიღება (საჩივრების, უჩვეულო სიტუაციების), მათი დამუშავება და პროგრამაში (SFA) ადმინისტრირება;
- შემომავალი და გამავალი ზარების დამუშავება;
- მუდმივი კონტაქტი მომხმარებლებთან, ახალი პროდუქტებსა თუ მომსახურების შეთავაზება;
- ტელეფონით აღებული შეკვეთების სისტემაში გაფორმება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
- რომელიმე სადისტრიბუციო პროგრამის ცოდნა;
- ქოლ ცენტრში, ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- "MS Windows"-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
- უმაღლესი განათლება;
პიროვნული უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- ახალ გარემოში ადვილად ადაპტაციის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ რას გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე.
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14.04.2023.
შერჩევის ეტაპები:
- გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან და ამყვან მენეჯერთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებებს.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.